ჩაგირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაგირი

სქელფოთოლა ჩაგირი — გვარის ტიპური სახეობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bergenia Moench, 1794
სინონიმები

ჩაგირი (ლათ. Bergenia) — მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. უფრო ჩვეულებრივია სქელფოთოლა ჩაგირი (ლათ. Bergenia crassifolia), რომელიც გვხვდება ციმბირში, მონღოლეთსა და ნაწილობრივ შუა აზიის მაღალმთის სარტყელებში კლდეებსა და ქვიან ადგილებზე. მისი ფესურა და ფოთლები შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. იყენებენ სამკურნალოდ, ხმარობენ ჩაის ნაცვლად (ფოთლების ნაყენი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]