შხამასოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| შხამასოკო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Amanita phalloides | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
შხამასოკო (ლათ. Amanita phalloides) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდი თეთრია ან მომწვანო ელფერი დაკრავს, შუაში უფრო მუქია. დიამეტრი 7-11 სმ აღწევს. ქუდის ქვედა მხარეს თეთრი ფირფიტებია განვითარებული. ფეხი თეთრი ან მომწვანოა, ფირფიტისებრი საყელო აქვს. ფეხის ძირი გამსხვილებულია და პარკისებრ წარმონაქმნშია ჩამჯდარი. იზრდება ერთეულ ეგზემპლარებად ზაფხულ-შემოდგომით ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, განსაკუთრებით მუხნარში. განსაკუთრებული სუნი და გემო არა ქვს. მისი შხამი მომაკვდინებელია.
საქართველოში მცირე რაოდენობით არის გავრცელებული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შხამასოკო“ ვიკისაწყობში.
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 64, თბ., 1987 წელი.