შუშის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუშის ციხესიმაგრე
აზერ. Şuşa qalası

შუშის ციხესიმაგრე
მდებარეობა შუშა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
თარიღდება 1751

შუშის ციხესიმაგრე (აზერ. Şuşa qalası) — ციხესიმაგრე ქალაქ შუშაში. ოფიციალურად მდებარეობს აზერბაიჯანში, ფაქტობრივად დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუშის ციხე-სიმაგრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნაწილი. XIX საუკუნე.

ციხესიმაგრე დააარსა ჯევანშირების დინასტიის დამაარსებელმა ფანახ ალი-ხანმა[1], რომელიც მოღვაწეობდა ნადირ-შაჰის მმართველობის პერიოდში და მოგვიანებით თავი გამოაცხადა ყარაბაღის სახანოს მმართველად, სახანოს განაგებდა 1748-1759 წლებში.

ციხესიმაგრეს თავდაპირველად დამაარსებლის პატივსაცემად ფანახაბადი ეწოდებოდა[2]. მოგვიანებით ეწოდა შუშა, ახლომდებარე დასახლების შუშიქენდის მიხედვით, რომლის მოსახლეობის ნაწილიც დასახლდა ახალ ქალაქში[3].

1977 წელს ქალაქი შუშა ციხე-სიმაგრესთან ერთად აზერბაიჯანის სსრ ისტორიულ-არქიტექტორულ ნაკრძალად გამოცხადდა.[4] 1992 წლის მაისში ციხე-სიმაგრე, ქალაქთან ერთად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 2020 წლის 8 ნოემბერს ქალაქი შუშა და შუშის ციხესიმაგრე მთლიანად დაბრუნდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.

2021 წლის 12 თებერვალს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სახელმწიფო კომიტეტის დადგენილების თანახმად, 22 სპეციალისტის შემადგენლობით ციხე-სიმაგრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мирза Адигезаль-бек. Карабаг-Наме. Глава 4.
  2. Аббас-Кули-Ага Бакиханов, «Гюлистан-и Ирам», Период V.
  3. Раффи. Меликства Хамсы
  4. Шуша // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987. — Т. X. — С. 579.
  5. Начались работы по реконструкции Шушинской крепости