შროშანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შროშანი
ყვავილი სახეობისა Lilium bulbiferum
გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
რიგი: შროშანისნაირნი
ოჯახი: შროშანისებრნი
გვარი: შროშანი
ლათინური სახელი
Lilium

შროშანი (Lilium) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. აქედან საქართველოში 8 სახეობა იზრდება, უმეტესობა კავკასიის ენდემია (Lilium caucasicum, Lilium georgicum, Lilium kesselringianum და სხვანი). დეკორატიული მიზნით აშენებენ ბაღებში, პარკებში. დიდი თეთრი, ყვითელი ან მონარინჯისფრო ყვავილები აქვთ, ბოლქვზე _ ერთმანეთზე კრამიტივით მიწყობილი ქერქლები. იზრდება მინდვრებზე, ტყისპირებზე, სუბალპურ მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში. გამოყვანილია შროშანის მრავალი დეკორატიული ჯიში. ვეგეტაციის პირველ წელს მცენარე, ჩვეულებრივ, არ ყვავილობს, მაგრამ იკეთებს მიწაში პატარა ბოლქვს, რომლის ზომა თანდათან იზრდება შემდეგ წლებში. მხოლოდ ბოლქვში მარაგების გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ მცენარე იწყებს ყვავილობას და მას შემდეგ ყვავილობს ყოველ წელს.

გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი:

მთის შროშანი

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]