შოროქანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| შოროქანი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Limonium | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
|
|
შოროქანი, მლაშე ცოცხი (ლათ. Limonium) — მცენარეთა გვარი ტყვიაბალახისებრთა ოჯახისა. უმეტესად მრავალწლოვანი ბალახებია. დიდი, მეტწილად მხოლოდ ფესვთანური ფოთლები აქვთ. ყვავილები ფერად მეწამული ან ყვითელია, შეკრებილია საგველა ყვავილედებში. საღებავი მცენარეებია. შოროქანის 300-მდე სახეობა მთელ დედამიწაზეა გავრცელებული, უმთავრესად კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ლანდშაფტის შემქმნელი მცენარეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 20, თბ., 1987 წელი.