შოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
შოვი
შოვის ლანდშაფტი
შოვის ლანდშაფტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი გლოლა
კოორდინატები 42°42′07″ ჩ. გ. 43°40′21″ ა. გ. / 42.70194° ჩ. გ. 43.67250° ა. გ. / 42.70194; 43.67250
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

GEO-RL-ON.svg

Red pog.svg

შოვი მდებარეობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

Red pog.png

შოვისოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის თემი), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შოვი&oldid=2731541“-დან