ამატერასუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუაში ამატერასუ

ამატერასუ (იაპონ. 天照), ამატერასუ-ოომიკამი (天照大神) ან ოოჰირუ-მენომუჩი-ნო-კამი (იაპონ. 大日孁貴神) იაპონურ მითოლოგიაში მზის ქალღმერთი და, თითქმის, ყველაზე წმინდა შინტოისტური ღვთაებაა (神 კამი). მისი სახელი, ამატერასუ, ნიშნავს „ცის გამნათებელს“. მისი ტაძარი ქალაქ ისეშია.

ძველიაპონური ლიტერატურის უდიდესი ძეგლის - "კოჯიკის" ტრადიციით, ამატერასუ სუსანოოს, ზღვისა და ქარიშხლის კამისა და ცუკუიომის, მთვარის ღმერთის, დაა. იაპონური მითოლოგიის თანახმად, სამივე სამივე შექმნა იძანაგიმ. ამატერასუ შეიქმნა, როდესაც იძანაგიმ ჩამოიბანა საკუთარი მარცხენა თვალი, მარჯვენა თვალის დაბანისა დაიბადა სცუკუჲომი დაიბადა, ხოლო სუსანო'ო მისი ცხვირის დაბანისას შეიქმნა.

ისტორია[რედაქტირება]

ამბავი გვიამბობს ამატერასუსა და სუსანოოს შორის დიდ მეტოქეობაზე. როცა, იძანაგის ბრძანებისამებრ, სუსანოო ცას ტოვებდა, დასამშვიდობებლად დასთან მივიდა. ამატერასუმ, დაეჭვებულმა, შეთავაზა გამოწვევა: ორივე მათგანს რაიმე საგანი ადამიანად უნდა ექცია. ამატერასუმ შექმნა სამი ქალი სუსანოოს ხმლისგან, მან კი ხუთი კაცი მისი ყელსაბმისგან. ამატერასუმ თქვა, რომ კაცები მისი იყვნენ, რადგან მისი ყელსაბმისგან დამზადნენ. სუსანოომ გაანადგურა მისი ბრინჯის მინდვრები, და ბრაზისგან ერთი მისი მხევალი მოკლა. შეშინებული და გაბრაზებული ამატერასუ „ამა-ნო-ივატოში“, „ციური კლდის გამოქვაბულში“ დაიმალა, ასე რომ მზე დაიმალა და სამყარო დიდი ხნით დაბნელდა. ონები გამოვიდნენ ბნელ სამყაროში; კამებს არ შეეძლოთ ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოყვანა.

ბედნიერების ჭკვიანმა ქალღმერთმა ამე-ნო-უძუმემ აიღო პატარა ნავი, შესასვლელთან ამოაყირავა და მასზე ცეკვა დაიწყო. ამას ბევრი კამი ესწრებოდა, რომელთაც მხიარულად სიცილი დაიწყეს. ამატერასუმ მათი გაიგო და გასაგებად, თუ რატომ იცინოდნენ ღმერთები, გაიხედა. როცა გამოქვაბული გააღო, უძუმეს მიერ ხეზე მიყუდებულ სარკეში თავისი ანარეკლი დაინახა და ნელ-ნელა გამოვიდა გამოქვაბულიდან. ამ დროს, ღვთაება ამე-ნო-ტაჯიკარავომ მის უკან გამოქვაბული დაკეტა, რომ შიგ ვეღარ შესულიყო. ამატერასუ გაჰყვა სხვა ღმერთებს და ქვეყანაზე მზის შუქი დაბრუნდა, სუსანოო კი ციდან სამუდამოდ განდევნით დაისაჯა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • Wheeler, Post (1952). The Sacred Scriptures of the Japanese. New York: Henry Schuman. pp. 393-395. ISBN 1-4254-8787-4