კამი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამი (იაპ: 神) – იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სულებს, ბუნების ძალებს ან რაიმე შინტოისტურ არსებას. კამი ხშირად ღმერთად ან ღვთაებადაც ითარგმნება, მაგრამ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტერმინის ასეთმა თარგმნამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.[1]

რაღაც მხრივ, მაგალითად კამები იძანაგი-ნო-მიკოტო და იძანამი-ნო-მიკოტო, არიან ბერძნულ-რომაული ღმერთების მსგავსები. კამი შეიძლება უბრალოდ სულსაც ნიშნავდეს; იწერება კანჯი 神-ით.

ეს სიტყვა არ აღნიშნავს იმქვეყნიურ სულიერ არსებებს, კამები არიან ჩვენს სამყაროში და არა ზემოთ. ზოგი ადამიანიც, მაგ. იმპერატორი ჯიმმუც შეიძლება იყოს კამი.[2] რადგანაც იაპონური არ განარჩევს მხოლობით და მრავლობით რიცხვს, ზოგჯერ გაუგებარია კამი აღნიშნავს ერთ თუ რამდენიმე არსებას.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Ono, 1962
  2. Tamura (2000:25)

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კამი&oldid=2395007-დან“