შინკაი მაკოტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინკაი მაკოტო ერთ–ერთი ინტერვიუს დროს

შინკაი მაკოტო (იაპ. 新海誠, Shinkai Makoto) — ანიმეს რეჟისორი, ანიმატორი და სეიუ დაიბადა 1973 წლის 9 თებერვალს ნაგანოს პერფექტურაში, იაპონიაში. უნივერსიტეტში სწავლებისას იგი იაპონურ ლიტერატურას სწავლობდა და ყოველთვის ჰქონდა სურვილი თვითონ შეექმნა მანგა, ანიმე და დაეწერა წიგნები. მისი საყვარელი ანიმე არის ჰაიაო მიაძაკის "Castle in the Sky", და თვით მაკოტოსაც კრიტიკოსები ხშირად "ახალ მიაძაკის" უწოდებენ, თუმცა თვითონ ის არა ეთანხმება ამას და ამბობს რომ მის მიღწევებს ზედმეტად მაღლად აფასებენ.

ნამუშევრები[რედაქტირება]

1999 წელს შინკაიმ გამოუშვა 5 წუთიანი შავ-თეთრი მულთფილმი "She and Her Cat", რომელმაც რამდენიმე ჯილდო აიღო, და მათ შორის 2000 წლის "DoGA CG Animation contest"-ის მთავარი პრიზი. ფილმში აღწერილია კატის ცხოვრება და ის დრო, რომელსაც ის თავის პატრონთან, ახლაგაზრდა ქალთან ატარებს.

ჯილდოს აღების შემდეგ, მაკოტომ დაიწყო ფიქრი ახალ პროექტზე, და ამავე დროს გააგრძელა მუშაობა ვიდეო-თამაშების მწარმოებელ კომპანიაში "Falcom", დიზაინერის თანამდებობაზე. რამდენიმე თვის შემდეგ, 2000 წლის ივნისში, შინკაიმ გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა ანიმეზე "Voices of a Distant Star", რომლის იდეაც მას გაუჩნდა იმის მერე, რაც მან დახატა კოკპიტში მჯდომი გოგო, მობილური ტელეფონით ხელში. ცოტა ხნის შემდეგ, მას დაუკავშირდა Mangazoo და შესთავაზა გრანტი და "ერთობლივი მუშაობა", რათა მას შესძლებოდა ისეთი ანიმეს დახატვა, რომლის გაყიდვებიც შემოსავალს მოუტანდა. 2001 წლის მაისში მაკოტო მიდის "Falcom"-იდან და "Voices of a Distant Star"-ზე იწყებს მუშაობას, რომესაც, როგორც ის მერე იტყვის, შვიდ თვეზე მეტს ანდომებს.

მისი შემდგომი ფილმი, 90 წუთიანი "The Place Promised in Our Early Days", რომელიც იაპონიის ეკრანებზე 2004 წლის 20 ნოემბერს გამოდის, მაღალ შეფასებას იღებს და შინკაი კიდევ ერთხელ უამრავი ჯილდოს მფლობელი ხდება.

შინკაის ბოლო პროექტის, "5 Centimeters per Second"ის, პრემიერა 2007 წლის 3 მარტს შედგა. იგი 3 ნოველისაგან შედგება, Oukashou, Cosmonaut, და 5 Centimeters per Second. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ საათს შეადგენს.

შინკაის ასევე აქვს გაკეთებული რამდენიმე Opening Movie კომპანია minoriს eroge თამაშებისათვის.

ფილმები[რედაქტირება]

თამაშების Opening Movie–ები[რედაქტირება]

  • Bittersweet Fools
  • Wind -A Breath of Heart-
  • そよかぜのおくりもの
  • はるのあしおと
  • EF - a fairy tale of the two

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]