ეშლი ჯადი
| ეშლი ჯადი | |
ეშლი ჯადი 2012 წელს |
|
| დაბადების სახელი | ეშლი ტაილერ სიმინელა |
| დაბადების ადგილი | კალიფორნია, აშშ. |
| დაიბადა | 19 აპრილი, 1968 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1990–დღემდე |
ეშლი ჯადი (ინგლ. Ashley Judd; დ. 19 აპრილი 1968, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. თავისი აქტიური კარიერა მან 1990 წელს დაიწყო. ორჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე „ოქროს გლობუსი“.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ეშლი ჯადი დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს კალიფორნიაში. მისი დედა ცნობილი მომღერალი ნაომი ჯადია. 1972 წელს მისი მშობლები გაიყარნენ და ორ წელიწადში ეშლი დედასთან და დასთან ერთად კენტუკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახი დიდი გაჭირვებით ცხოვრობდა, ამიტომაც ეშლის 12 სკოლის გამოცვლა მოუწია.
როდესაც ჯადის 14 წელი შეუსრულდა, უკვე ძალზედ პოპულარული იყო მისი დედისა და დის დუეტი "The Judds". მალე ოჯახი მატერიალურადაც მოძლიერდა.
ეშლი კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1990 წელს მან სწავლა მიატოვა და ის მხოლოდ 2007 წელს დაასრულა. მან ფრანგულ ენაში ბაკალავრის სტიპენდიაც აიღო.
კარიერა [რედაქტირება]
ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ ეშლიმ ტელესერიალებში მონაწილეობა დაიწყო. 1991 წელს მან პატარა როლი მიიღო სერიალში "Star Trek: The Next Generation". ამავდროულად ეშლი ოფიციანტად მუშაობდა რესტორანში.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | სახელი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1992 | კაფსი | ||
| 1993 | რუბი სამოთხეში | ||
| 1995 | შერკინება | ||
| კვამლი | |||
| The Passion of Darkly Noon | |||
| 1996 | დროა მოკვლის | ||
| ნორმა ჯინი და მერილინი | 1997 წელს ნომინირებული იყო პრემიაზე "ოქროს გლობუსი | ||
| Normal Life | |||
| 1997 | აკოცე გოგონებს | ||
| 1998 | საიმონ ბირჩი | ||
| 1999 | ორმაგი გათვლა | ||
| 2000 | იქ, სადაც გულია | ||
| მოწმე | ჯოანა ერისი | ||
| 2001 | ფლირტი მხეცთან | ||
| 2002 | ფრიდა | ||
| დები ია–იას ღვთაებრივი საიდუმლოები | |||
| განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები | |||
| 2004 | ფავორიტი | 2005 წელს ნომინირებული იყო პრემიაზე "ოქროს გლობუსი", როგორც მთავარი როლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი. | |
| ამნეზია | |||
| 2006 | მოდი ადრე დილით | ლუსი | |
| 2007 | ჰალუცინაცია | ||
| 2008 | ელენი | ელენი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ეშლი ჯადი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)