შარლ დიდლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარლ დიდლო (დ. 1767, სტოკჰოლმი — გ. 7 ნოემბერი, 1837, კიევი) — ფრანგი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა პარიზში. იყო ჟ. ლანის მოწაფე. ცეკვავდა ჟ. დობერვალთან, ჟ. ნოვერთან. დგამდა ბალეტებს. ცეკვავდა ლონდონის და პარიზის თეატრებში 1801–1831 წლებში 1811–1816 წლების გამოკლებით. მიწვეული იყო სანქტ-პეტერბურგში როგორც მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. დადგა 40-ზე მეტი ბალეტი. 1804 წლიდან ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის თეატრალურ სკოლას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]