შავი ზღვის ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ზღვის ოკრუგი (რუს. Черноморский округ; 1866-1896) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ნოვოროსიისკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866 წლის 10 (22) მარტს უმაღლესი დადგენილებით შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი[1]. თავდაპირველად მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს — ტუაფსესა და ბზიფს შორის და შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის წყალგამყოფ ქედამდე.

1867 წლის 25 იანვარს ოკრუგის პირველ ხელმძღვანელად დანიშნეს პოლკოვნიკი დიმიტრი პილენკო, რომელიც ამ თანამდებობაზე 1876 წლამდე მუშაობდა.

1868 წლის 18 (30) ნოემბერს შავი ზღვის ოკრუგს მიუერთეს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდებარე შაფსუგის ბატალიონის მიწები ქალაქ ანაპის ჩათვლით, სადაც განლაგებული იყო ყუბანის კაზაკთა ჯარების შაფსუღის სანაპირო ბატალიონი[2].

1870 წელს ოკრუგი დაიყო სამ უბნად (პოპეჩიტელსტვოდ): ველიამინოვის (ტუაფსეს), ნოვოროსიისკის და სოჭის (დახოვსკოე). 1874 წლის 3 (15) ნოემბრის პოპეჩიტელსტვოები გადაკეთდა განყოფილებებად. 1884 წლის 9 (21) მარტს ქალაქი ანაპა გადაეცა ყუბანის ოლქს[3].

1888 წლის 21 მარტს (2 აპრილს) უმაღლესი ბრძანებულებით შავი ზღვის ოკრუგს ჩამოერთვა ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა და შეუერთდა ყუბანის ოლქს. ამის მიზეზად ჩაითვალა ამ მხარის აუთვისებლობა და მოსახლეობის სიმცირე.

1896 წლის 23 მაისს (4 ივნისს) უმაღლესი ბრძანებულებით ყუბანის ოლქს გამოეყო აღნიშნული ტერიტორია შავი ზღვის გუბერნიის სახით[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Черноморский округ დაარქივებული 2023-01-09 საიტზე Wayback Machine.
  • Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793—1985 гг.) / Сост.: А. С. Азаренкова, И. Ю. Бондарь, Н.С. Вертышева. — Краснодар: Краснодарское кн. изд-во, 1986. — 394 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLI, указ 43093, ст. 237-242
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLIII, указ 46457, ст. 419
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. IV, указ 2077, ст. 102
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XVI, указ 12995, ст. 486-490