შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში (ინგლ. Saturday Night Live) — საღამოს მუსიკალურ-იუმორისტული შოუ ამერიკულ ტელეარხზე NBC; ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი შოუ აშშ-ის ტელევიზიის ისტორიაში. გადაცემის პრემიერა შედგა 1975 წლის 11 ოქტომბერს. პროგრამის შემქმნელია კანადელი ლორნ მაიკლზი, რომელიც გარდა 6-10 სეზონებისა, შოუს სცენარისტი იყო და დღემდე მისი აღმასრულებელი პროდიუსორია. პროგრამა ეთერში გადის შაბათობით და საათნახევარს გრძელდება. გადაცემის ტრანსლაცია მიმდინარეობს ჯენერალ ელექტრიკის ცათამბჯენიდან ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრში. 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში პროგრამა რამდენიმე ემით დაჯილდოვდა. ამ პროგრამის ნიმუშზე მრავალი გადაცემა შეიქმნა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

გადაცემას რამდენიმე რეგულარული ამომავალი კომიკური მსახიობი ჰყავს, რომელთაც დროდადრო მოწვეული წამყვანი ან მუსიკალური შემსრულებელი უერთდება. შესაბამისად, ეს შოუ მრავალი განთქმული ამერიკელი კომედიური მსახიობის კარიერის დამწყები გამხდარა მისი არსებობის განმავლობაში.

თავდაპირველად გადაცემას ერქვა "NBC's Saturday Night" (NBC-ს შაბათი ღამე), ვინაიდან მის თანამედროვე (და სასურველ) სათაურს კონკურენტი არხი ABC იყენებდა. 1976 წელს NBC-მ ამ სათაურის უფლება გამოისყიდა და გადაცემა ახალი სათაურით 1977 წლის 26 მარტს გავიდა. ტრადიციისამებრ, გადაცემა იწყება მთავარი გმირის შეძახილით "Live, from New York, it's Saturday Night!" (ღია ეთერში, ნიუ-იორკიდან, შაბათი ღამეა!)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]