ყვითელი პაჭიჭასოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ყვითელი პაჭიჭასოკო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Lactarius scrobiculatus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ყვითელი პაჭიჭასოკო (ლათ. Lactarius scrobiculatus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 2 სმ აღწევს, ჯერ ჩაზნექილია, შემდეგ ძაბრისებრი, ლორწოიანი ზედაპირი აქვს; ყვითელია, მუქი კონცენტრული ზოლები დასდევს; ქვედა მხარეს მოთეთრო-მოყვითალო კიდეებიანი ფირფიტები აქვს. ფეხის ზედაპირიც ლორწოვანია, ყვითელი, ჩაღრმავებები — მუქი. გადატეხისას გამოყოფს თეთრ, მწარე, რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე ყვითლდება. იზრდება ჯგუფებად წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ნაძვნარში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება დამწნილებული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 640, თბ., 1986 წელი.