ყვანჩალა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვანჩალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ტუჩოსანნი
ლათინური სახელი
Stachys sylvatica
დაცვის სტატუსი

ყვანჩალა[1] (ლათ. Stachys sylvatica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან. სწორადმდგომ ოდნავ გადახრილ 40-80 სმ-მდე სიმაღლის, მოწითალო მწვანე შებუსულ ღეროზე, გარდიგარმო განლაგებულია გულისებრი, მოგრძო, ლანცეტური, ხერხისებრ კიდეებდაკბილული ღია მწვანე ფოთლები. მუქი მეწამული ფერის შებუსული ყვავილები ღეროზე ფართოდაა გადაშლილი, ღეროს წვერში ვიწროვდება, თითებით გასრესვისას გამოსცემს არასასიამოვნო სურნელებას, ყვავის ივნის-სექტემბერში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ყვანჩალა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიასა და თურქეთში. საქართველოში ვხვდებით შუა სარტყლიდან სუბალპურ და ალპურ ველებს, ტყისპირებსა და მაღალბალახოვანში.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd. 2., გვ. 1002
  • ა.მაყაშვილი,ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.

სქოლიო [რედაქტირება]