ყანობილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყანობილი
კოორდინატები: 41°45′44″ ჩ. გ. 42°49′23″ ა. გ. / 41.7623556° ჩ. გ. 42.8230917° ა. გ. / 41.7623556; 42.8230917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ადიგენის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1553 
ქედი მესხეთის ქედი
ყანობილი — საქართველო
ყანობილი
ყანობილი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ყანობილი

ყანობილიმთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების კურცხანისა (ოცხის მარჯვენა შენაკადი) და ოცხის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1553 მ. ყანობილი აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია წიწვოვანი ტყით. მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე არის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]