ღვიარის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვიარის მონასტერი – მონასტერი სოფელ ღვიარაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მონასტრის ეკლესია X საუკუნეს განეკუთვნება და ჯვარცმის სახელზეა აგებული. უცნობია ღვიარაში მონასტრული ცხოვრების შეწყვეტის დრო. XIX საუკუნის ბოლოს ღვიარის ჯვარცმის ეკლესია ჯერ კიდევ მოქმედი იყო და იქ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ მღვდლები შარაბიძეები. იმავე საუკუნის ბოლოს ღვიარაში აშენდა წმინდა თევდორეს ეკლესია. აკურთხა გაბრიელ ეპისკოპოსმა. ტაძარი ააშენა ჭრებალოელმა ოსტატმა ნიკო ჭიღვარიამ, რასაც ეკლესიაზე შემორჩენილი წარწერა გვამცნობს. ძველი ჯვარცმის ტაძრის კუთვნილი საეკლესიო ნივთებიც წმინდა თევდორეს ეკლესიაში უნდა გადაეტანათ. დღეს ეს ეკლესია სახურავის გარეშეა დარჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 64–65