ღადიშის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღადიშის მონასტერი – ნამონასტრალი რაჭაში. მონასტრის კუთვნილი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლებს ღადიშსა და ბარეულს შორის მაღალ გორაზე. შემორჩენილია სანახევროდ დანგრეული კედლები (ჩრდილოეთის კედლის ქვის წყობაში ერთი უზარმაზარი ქვაა, რომლის სიგრძეც 2.7 მეტრია, სიმაღლე კი ერთ მეტრზე მეტი). ეკლესია დაზიანდა XX საუკუნეში. ტაძრის არქიტექტურული ფორმების მიხედვით ძეგლი X-XI საუკუნისაა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ მოზრდილი ვაკე ადგილი გალავანში ყოფილა მოქცეული, რომლის შიგნითაც სხვა შენობა–ნაგებობათა კვალი შეინიშნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 69–70