თამარ დედოფლის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ დედოფლის საყდარიკლდეში გამოკვეთილი საყდარი რაჭაში, სოფლების ბოყვასა და ქორთას ზევით, ფოცხრევის მთის კირქვიან მასივში, ფრიალო კლდეზე. ადრე ვარაუდობდნენ, რომ აქ თამარ მეფის კუბო და შესაბამისი ძვირფასეულობა ინახებოდა, რის გამოც XIX საუკუნის ბოლოს განძის მაძიებელი, სოფელ ბოყვას მკვიდრი პეტრე ომანიძე მასზე ავიდა, თუმცა დიდი განძი არ უნახავს. ვარაუდობენ, რომ ტაძარი თამარ მეფის დროს აიგო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 47–51