ღვედკეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვედკეცი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ნაღველასნაირნი
ოჯახი:  ქენდირისებრნი
გვარი:  ღვედკეცი
სახეობა:  ღვედკეცი
ლათინური სახელი
Periploca graeca L., 1753
სინონიმები
  • Periploca laeta Salisb., 1796, nom. superfl.
  • Periploca maculata Moench, 1794
  • Asclepias dioscoridis Fraas, 1845
  • Periploca graeca var. vestita Rohlena, 1911

ღვედკეცი (ლათ. Periploca graeca) — მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა. ხვიარა ბუჩქია, სიმაღლეში 30 მეტრამდეა. აქვს მოკლეყუნწიანი, შიშველი, კიდემთლიანი, კვერცხისებურ-ლანცეტა ან ელიფსურ-ლანცეტა ფოთლები. ყვავილედი ნახევრად ქოლგაა, კენწრული. გვირგვინი შიგნიდან მოწითალო-ყავისფერია, გარედან — მომწვანო. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობსა და მთის ქვედა სარტყელში – ბუჩქნარებში, ტყისპირებსა და მდინარეთა ნაპირებზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 50.