ღევონდ ალიშანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღევონდ ალიშანი (დ. 6 ივლისი/18 ივლისი, 1820, კონსტანტინოპოლი — გ. 9 სექტემბერი/22 სექტემბერი, 1901, ვენეცია), სომეხი პოეტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი.

1832 წლიდან ცხოვრობდა ვენეციაში, აქვე მიიღო განათლება და მხითარისტების კონგრეგაციის წევრი გახდა. ჯერ ძველ სომხურზე (გრაბარი), შემდეგ კი ახალ სალიტერატურო ენაზე (აშხარაბარი) დაწერილ ლექსებს აქვეყნებდა ჟურნალ „ბაზმავეპში“. 1857-1858 წლებში გამოსცა ლექსების 5 ტომი „სიმღერების“ სახელწოდებით. ღევონდ ალიშანის პოეზია გამსჭვალულია ეროვნუ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სულისკვეთებით. მას ეკუთვნის აგრეთვე პოემა „ავარაირის ბულბული“ (1847), ისტორიული, არქეოლიგიური, გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული შრომები, რომლებიც თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 312, თბ., 1975