ღამე ნათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმღერის მელოდია

ღამე ნათელი (გერმ. Stille Nacht, heilige Nacht, წყნარი ღამე, წმინდა ღამე) — პოპულარული საშობაო სიმღერა, რომელიც დაწერილია 1818 წელს ავსტრიაში, ობერნდორფ-ბაი-ზალცბურგში ფრანც ქსავერ გრუბერის მიერ იოზეფ მორის ტექსტზე. 2011 წლიდან სიმღერა შეყვანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში[1]. სიმღერა გერმანულიდან თარგმნილია მსოფლიოს 350-ზე მეტ ენასა და დიალექტზე[2][3] და ჩაწერილია მრავალი მომღერლის მიერ ყველა მუსიკალურ ჟანრში. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერად.

სიმღერის სახელწოდება ორიგინალში, გერმანულ ენაზე — Stille Nacht, heilige Nacht — ითარგმნება, როგორც „წყნარი ღამე, წმინდა ღამე“. ფართო საზოგადოებისათვის სიმღერა აგრეთვე ცნობილია ინგლისური სახელწოდებით „Silent Night“, რაც აგრეთვე გერმანული დასახელების ზუსტი თარგმანია. მრავალ ენაზე, მათ შორის გერმანულადაც, სიმღერის სათაურად ტექსის პირველი სიტყვებია აღებული. ქართულ თარგმანში სიმღერა იწყება სიტყვებით „საოცარ წამს, იდუმალ წამს“, თუმცა სიმღერის დასახელებად შერჩეულია „ღამე ნათელი“[4].

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]