ქიბლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
«ორი ქიბლის მეჩეთი», რომელშიც მოხდა ქიბლის შეცვლა.
სამლოცველო ხალიჩა კომპასით

ქიბლა (არაბ. قبلة‎ — მიმართულება; ორიენტირი. ის, რაც შენს პირდაპირ მდებარეობს) — ისლამში მკაცრად დადგენილი მიმართულება არაბეთში, ქ. მექაში, წმინდა ქააბას მიმართულებით, რომლის შესრულება სავალდებულოა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მუსლიმისათვის ყოველდდღიური 5-ჯერადი ლოცვის და გარკვეული რიტუალების შესრულების დროს.

ქიბლას (ორიენტაციას) დიდი მნიშვნელობა აქვს მეჩეთის და ისლამური კულტურის სხვა შენობების მშენებლობისას. აგრეთვე, მუსლიმთა ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ის ემსახურება მუსლიმთა სულიერ ერთობას, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და იმყოფებოდნენ.

ორიენტირების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, მუჰამედის წინასწარმეტყველების ადრეულ ეტაპზე (610-623 წწ.) ქიბლა მდებარეობდა ე. წ. ტაძრების მთაზე, რომელიც მდებარეობს იერუალიმში, სადაც საბოლოოდ აიგო ალ-აქსის მეჩეთი. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, შუადღის ლოცვისას მედინაში, ორი ქიბლის მეჩეთში, მუჰამედს ეუწყა ალაჰის გამოცხადება ქიბლას შეცვლის შესახებ და მუჰამედმა დანარჩენ მლოცველებთან ერთად ლოცვის შეუწყვეტლად შეიცვალა მიმართულება. ქიბლის შეცვლის მიზეზები ახსნილია ყურანის თავებში (სურა 2:142-150).

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჰრაბი

მეჩეთების მშენებლობა ხდება ქიბლასთან შესაბამისად, ამასთან, მექის მხარეს კეთდება სპეციაური ნიშა ე. წ. მიჰრაბი, რომელშიც იმამი ასრულებს კოლექტიურ ლოცვას. მეჩეთში ხალიჩებისა და საფენების განლაგებაც მიუთითებს სწორი ორიენტაციისაკენ (პირით მექისკენ), თუ მისი თავდაპირველი ორიენტირება არასწორი იყო. არაბული ქვეყნების სასტუმროებში შეიძლება შეგხვდეთ დაფები ისრით, რომელიც ქიბლას მიგანიშნებს.

XVI საუკუნეში შავი ბაზალტის გამოყენება ცენტრალური მიჰრაბისათვის ჩველებრივი პრაქტიკა იყო. ბაზალტი ისლამურ არქიტექტურაში მიღებულია იმის გამო, რომ მათი მთავარი სალოცავი ქააბა არის შავი ბაზალტის ქვით აგებული.

მიჰრაბები შეიძლება იყოს გაფორმებული ლამაზი, ჩაწნული რთული ორნამენტებით ე. წ. არაბესკებით. ასევე, მიჰრაბზე მოთავსებულია ორნამენტული ჩამოკიდებული ფანრები.

ქიბლა ყოველდღიურ ყოფაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსულმანთათვის აუცილებელია იცოდნენ ქიბლა ხშირად გარკვეული მოქმედებების შესასრულებლად. მაგ:

  • მიცვალებულთა დაკრძალვისას: გარადცვლილ მუსლიმსსაფლავში დებენ მარჯვენა მხარეს პირით მექისკენ.
  • ცხოველთა დაკვლა. ცხოველს თავს სჭრიან მაშინ, როცა დააწვენენ მარცხენა მხარეს და თავს მექისკენ მოუბრუნებენ.
  • წოლა და ძილი. რეკომენდებულია მარჯვენა გვერდზე ძილი პირით მექისკენ.
  • ბუნებრივი საჭიროებების დატოვება. არასასურველის ბუნებრივი საჭიროებების დატოვება სახით ან ზურგით ქიბლისკენ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]