ქალაქი-ბაღნარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაუარდის "სამი მაგნიტი: სად წავა ხალხი?" სამ მაგნიტში მოიაზრება ქალაქი, სოფელი და ქალაქი-სოფელი.
ლოჟის ქალაქი-ბაღნარი, ბელგია.

მოძრაობა ქალაქი-ბაღნარი (The garden city movement) — მიდგომა ქალაქგეგმარებაში, რომელიც ებინიზირ ჰაუარდმა დააფუძნა 1898 წელს ინგლისში. ქალაქი-ბაღნარები უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, დამოუკიდებელი უბნები გარშემორტყმული მწვანე ზოლებით, ფრთხილად გათვლილი ბალანსით საცხოვრებელ, ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო ზონებს შორის.

უტოპიური რომანით "Looking Backward" შთაგონებულმა ჰაუარდმა გამოაქვეყნა "To-morrow: a Peaceful Path to Real Reform" (ინგლ. "ხვალ: მშვიდობიანი გზა ნამდვილი რეფორმებისკენ") 1898 წელს (ხელახლა გამოსცა 1902 წელს სათაურით Garden Cities of To-morrow), შექმნა ქალაქი-ბაღნარის ასოციაცია 1899 წელს და დააფუძნა ორი ქალაქი ინგლისში: ლეჩუორზ გარდენ-სიტი 1903 წელს და უელუინ გარდენ-სიტი 1920 წელს. ორივე ქალაქი დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს, თუმცა ისინი ჰაუარდის იდეალების სრული რეალიზაცია არ ყოფილა.

ქალაქი-ბაღნარის იდეამ გავლენა იქონია აშშ-ში (პიტსბურგის ჩეტჰემ ვილიჯი, სანისაიდი ქუინსში, რედბერნი ნიუ-ჯერსიში, ჯექსონ ჰაიტსი ქუინსში, ვუდბორნი ბოსტონში, გარდენ-სიტი ნიუ-იორკში და ბოლდუინ ჰილს უილიჯი ლოს-ანჯელესში) და კანადაში (უოლკერუილი, ონტარიო). პირველი გერმანული ქალაქი-ბაღნარი, ჰელარაუ (დრეზდენის გარეუბანი) დაფუძნდა 1909 წელს. კონცეფციამ ხელახალი ყურადღება მიიპყრო გერმანელ მშრომელთა დასახლებების მშენებლობებზე ვაიმარის წლებში და ინგლისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც New Towns Act-მა წააქეზა მრავალი ახალი უბნის მშენებლობა ჰაუარდის თანასწორუფლებიანობის ხედვით. ამ მოძრაობამ ასევე გავლენა იქონია ბრიტანელ ურბანისტ სერ პატრიკ გედსზე თელ-ავივის დაგეგმვისას ისრაელში. თანამედროვე ქალაქის დაგეგმვის ქარტიები როგორიცაა ახალი ურბანიზმი და გააზრებული ურბანიზმის პრინციპები საწყისებს ამ მოძრაობაში იღებს.