ქაიხოსრო ბაღსარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქაიხოსრო ბაღსარაშვილი (XVII საუკუნის II ნახევარი) — ანანურის დიდი ტაძრის (1689) მშენებლობის ხელმძღვანელი (სარქარი). ტაძარი აშენდა არაგვის ერისთავის შვილის ბარძიმ მდივანბეგის ბრძანებით. სამხრეთ კედლის წარწერაში ქაიხოსროს თავისთავს ბარძიმის "ბოქაულთუხუცესს" უწოდებს. ბარძიმმს, ნათქვამია წარწერაში, - "დამადგინა წმინდა ამას მონასტერსა ზედან სარქრადა. უწყის ღმერთმან რაც შეძლება მქონდა დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდრემდის განასრილებდენ მონასტერსა მასო".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]