სარქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარქარი (სპარს. სარქარ — ზედამხედველი, უფროსი):

  • გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში:
    • უფროსი, ზედამხედველი, მუშათუხუცესი; სამეურნეო დარგის მოხელე. სარქათების უფროსს სარქარბაში ერქვა.
    • ერთგვარი ხაზინა, სხვადასხვანაირი საქონლის, სურსათისა და ფულის სათავს-საწყობი. სარქარს სარქარდარი განაგებდა.
    • მორიგე ჯარის სარქარი (სარქარდა, სარქარდარი) სამხედრო-ადმინისტრაციულ ფუნქციებს აღასრულებდა (ჯარის „დაძახება“-გამოყვანა და მეთაურობა, ლაშქარს „დაკლებულთა“ და მაროდიორთა დასჯა).
  • შუა აზიაში და ამიერკავკასიის ზოგიერთ ნაწილში:
    • სახელმწიფო მოხელე, რომელიც სახაზინო აკრეფებს ხელმძღვანელობდა.[1]
  • რუსეთის იმპერიაში:
    • ბაქოს გუბერნიის შემახისა და გეოქჩაის მაზრებში და ელიზავეტპოლის გუბერნიის ზოგიერთ ნაწილში ეწოდებოდა მომთაბარეთა ჯოგების ზედამხედველებს.[1]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 12-3, თბ., 1965—1970; ტ. 5-6, თბ., 1974—1977

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის დანართი 1, 2, 3 წიგნების ლექსიკონი და საძიებლები, შეადგინა მ. ბერძენიშვილმა, თბ., 1957;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]