ბოქაულთუხუცესი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოქაულთუხუცესი, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის მაღალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან, როგორც საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი. XVII საუკუნიდან ქართლის სამეფოში ბოქაულთუხუცესი ეშიკაღაბაშის მოადგილე იყო. ასრულებდა ბოქაულის ანალოგიურ ფუნქციებს. ვახტანგ მეფის დასტურლამალით ერთდროულად რამდენიმე ბოქაულთუხუცესის არსებობა დასტურდება.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 490-491, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები