ფსტა დიდი ხნის წინათ შემოუტანიათ ჩვენში შუა აზიიდან. ამჟამად გვხვდება უმთავრესად თბილისის ძველ უბნებში. მრავლდება თესლით მყნობით, საძირედ იყენებენ საკმლის ხის ნერგებს. გვალგამძლეა, ძვირფასი ნაყოფი აქვს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მშრალ ადგილებში.