ფსიტაკოზავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსიტაკოზავრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ზერიგი: დინოზავრები
რიგი:  ფრინველმენჯა დინოზავრები
გვარი:  ფისტაკოზავრები
ლათინური სახელი
Psittacosaurus

ფსიტაკოზავრები (ლათ. Psittacosaurus) — ნამარხი ქვეწარმავლების გვარი ფრინველმენჯა დინოზავრების რიგისა. მცირე ზომის (1— 1,5 სიგრძის) ცხოველები იყვნენ. დადიოდნენ უკანა კიდურებით. იკვებებოდნენ მცენარეებით. ქალას ფორმით და ყბების ნისკარტისებური აგებულებით რქოსან დინოზავრებს, ხოლო კბილებით ანკილოზავრებს ჰგავდნენ. ფსიტაკოზავრების ხუთთითიანი უკანა კიდურები წინა — ოთხთითიანზე ბევრად დიდი იყო; თათები სუსტად ჰქონდათ განვითარებული. ყველა თითი ბრტყელი, ჩლიქოსებური ფალანგით ბოლოვდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]