ფსილოფიტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსილოფიტი

ფსილოფიტები — ამომწყდარ უმაღლეს მცენარეთა განყოფილება. ეს პატარა უფესვო მცენარეები ჭურჭელბოჭკოვანთა ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები არიან. ჰქონდათ სადა, დოქოტომიურად დატოტვილი, უფოთლო ან პატარ-პატარა, ზოგჯერ ქაცვისებრი გამონაზარდებით დაფარული ღეროები, კენწრული სპორანგიუმები, ერთგვაროვანი სპორებით (ჰომოსპორია).

ფსილოფიტები ცნობილი არიან ზედასილარული ეპოქიდან; დევონური ეპოქის ბოლოს თითქმის მთლიანად გადაშენდნენ. ზედა დევონური ეპოქიდან ნაპოვნია მხოლოდ ერთადერთი ტიპური ფორმა - Psilophyton princeps.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 410