რუნდალის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუნდალის სასახლის ფასადი წინა ეზოდან

რუნდალის სასახლე (ლატვ. Rundāles pils, გერმ. Schloss Ruhental) — ბაროკოს ტიპის სასახლის კომპლექსი ლატვიაში. მდებარეობს ქალაქ ბაუსკიდან 12 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ პილსრუნდალში. აგებულია 1730-იან წლებში რასტრელის პროექტის მიხედვით კურლანდიის ჰერცოგ ბირონის საზაფხულო რეზიდენციად. ცარიელი იყო 1760-იან წლებამდე, ანუ სანამ რასტრელი შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს დაასრულებდა.

რუნდალის სასახლის წინკარი

1795 წელს კურლანდიის რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ სასახლე იმპერატრიცას ფავორიტს პლატონ ზუბოვს უწყალობეს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მისი უმცროსი ქვრივი ფიოლკა ვალენტინოვიჩი გრაფ შუვალოვს გაჰყვა, ამიტომ, სასახლე 1917 წლამდე შუვალოვების საკუთრებად მიიჩნეოდა.

ამჟამად რუნდალის სასახლე ლატვიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად სახელდება. სასახლე და მის ახლოს არსებული ბაღი მუზეუმად არის გამოცხადებული. სასახლეს პერიოდულად უცხოელი მაღალჩინოსანი სტუმრებისთვისაც იყენებენ ხოლმე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]