ფრადიკე დე მენეზეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრადიკე დე მენეზეში
ფრადიკე დე მენეზეში
სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი, 2003 – 3 სექტემბერი, 2011
წინამორბედიმიგელ ტროვოადა
მემკვიდრემანუელ პინტუ და კოშტა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი, 2001 – 16 ივლისი, 2003
წინამორბედიმიგელ ტროვოადა
მემკვიდრეფერნანდო პერეირა (მოვალეობის შემსრულებელი)

დაბადებული21 მარტი, 1942 (1942-03-21) (82 წლის)
სან-ტომე, პორტუგალია
პოლიტიკური პარტიალიბერალური პარტია
განათლებაბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
პროფესიაბიზნესმენი

ფრადიკე დე მენეზეში (პორტ. Fradique Bandeira Melo de Menezes; დ. 21 მარტი, 1942)[1]სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი 2001-2011 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრადიკე მენეზეში დაიბადა 1942 წლის 21 მარტს, სან-ტომეში, პორტუგალია. დაამთავრა პორტუგალიის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლა, ხოლო შემდეგ, ლისაბონში, Instituto Superior de Psicologia Aplicada-ში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობდა.[1]

მენეზეში წარმატებული ბიზნესმენია. 1986-1987 წლებში, იგი სან-ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა. 2001 წლის ივლისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმათა 55.2%-ის მოპოვებით, მანუელ პინტუ და კოშტა დაამარცხა (მოიპოვა ხმათა 40%) და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.[2] თანამდებობა დაიკავა 2001 წლის 3 სექტემბერს.[3] მისი არჩევნებში მონაწილეობის უფლებამოსილება დავის საგანი გახდა, რადგან მენეზეში პორტუგალიის მოქალაქეც იყო, მაგრამ მან უარი თქვა ორმაგ მოქალაქეობაზე, რის შემდეგაც, მისი კანდიდატურა ოფიციალურად დამტკიცდა.[4] 2003 წლის 16 ივლისს, როცა იგი ნიგერიაში იმყოფებოდა, ფერნანდო პერეირამ, სამხედრო პუტჩი მოაწყო, თუმცა, შეთანხმების მიხედვით, 2003 წლის 23 ივლისს, მენეზეშმა კვლავ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.[5]

2006 წლის 30 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ფრადიკე მენეზეშმა, ხმათა 60.58 პროცენტი მოიპოვა, დაამარცხა მიგელ ტროვოადას შვილი — პატრის ტროვოადა და მეორედ გახდა სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი.[2][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  2. 2.0 2.1 Elections in São Tomé and Príncipe, African Elections Database.
  3. "New president sworn-in", IRIN, September 4, 2001.
  4. "Fradique de Menezes new president on Sao Tomé", afrol News, August 6, 2001.
  5. "Coup leaders hand power back to civilian president", IRIN, July 23, 2003.
  6. "Incumbent wins vote", IRIN, August 2, 2006.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მარია დო ნასიმენტო და გრასა ამორიმი
სან-ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა მინისტრი
1986–1987
შემდეგი:
გილიერმო პოსერ და კოშტა
წინამორბედი:
მიგელ ტროვოადა
სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი
2001–2003
შემდეგი:
ფერნანდო პერეირა
მოვალეობის შემსრულებელი
წინამორბედი:
ფერნანდო პერეირა
მოვალეობის შემსრულებელი
სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი
2003–2011
შემდეგი:
მანუელ პინტუ და კოშტა