ფილადელფიის მერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილადელფიის მერიის შენობა

ფილადელფიის მერია, ქალაქ ფილადელფიის, პენსილვანია, მთავრობის რეზიდენცია. 167 მ სიმაღლით, ქანდაკების ჩათვლით, ეს არის მსოფლიოში სიმაღლით მეორე ქვის წყობით ნაგები შენობა და მხოლოდ 0,49 მეტრით ჩამორჩება ტურინის მოლე-ანტონელიანას. შენობის წონის მნიშვნელოვანი წილი მოდის 6,7 მ სისქის გრანიტისა და აგურის კედლებზე, ლითონის კარკასის ნაცვლად; ფასადის მოპირკეთების ძირითადი მასალაა კირქვა, გრანიტი და მარმარილო.

შენობა უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი ნაგებობა იყო მსოფლიოში 1901-08 წლებში და უმაღლესი პენსილვანიაში 1932 წლამდე, როდესაც მას გალფ-ტაუერმა გაუსწრო. ფილადელფიაში ის შემდეგაც რჩებოდა უმაღლეს ნაგებობად, სანამ "One Liberty Place" (1984-87) დაარღვევდა არაფორმალურ "ჯენტლმენურ გარიგებას", რომელიც ქალაქში შენობების სიმაღლეს საზღვრავდა. ამჟამად ის პენსილვანიაში სიმაღლით მე-15-ეა.