ფედერალური დედაქალაქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფედერალური დედაქალაქი ეწოდება ფედერალური სახელმწიფოს დედაქალაქს.

გერმანია[რედაქტირება]

1990 წლის წემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი ბონიდან ბერლინში გადაიტანეს. მას შემდეგ ბონს ფედერალური ქალაქის სტატუსი აქვს.

ბერლინში მდებარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესპრეზიდენტის რეზიდენცია, აქვეა განთავსებული ბუნდესტაგი და ფედერალური მთავრობა.

ფედერალური რეფორმის კვალდაკვალ 2006 წელს საკითხი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქის შესახებ პირველად მოწესრიგდა კონსტიტუციურად და ამით დამაგრდა ბერლინის სტატუსი ძირითად კანონში – (ძირითადი კანონი – 22 მუხლი, I).

გარდა ფედერალური დედაქალაქისა, გერმანიაში არსებობს აგრეთვე სამხარეო დედაქალაქები, მაგალითად რაინლანდ-პფალცის დედაქალაქი მაინცი, ხოლო ბავარიისა კი მიუნხენი.

ავსტრია[რედაქტირება]

ავსტრიის დედაქალაქი ყოველთვის ვენა იყო. იგი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სახელმწიფოს მთავარი მეტროპოლია.


შვეიცარია[რედაქტირება]

ბერნი არის შვეიცარიის ფედერალური ქალაქი 1848 წლიდან. იგი შვეიცარიის პარლამენტის გადაწყვეტილებით იქნა არჩეული ქვეყნისა და სახელმწიფოს დედაქალაქად მისი კონკურენტი ქალაქების ლოზანისა და ციურიხის საპირისპიროდ.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]