ფარიდა მამედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარიდა მამედოვა
აზერ. Fəridə Cəfər qızı Məmmədova
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1936(1936-08-08)
დაბ. ადგილი შირვანი
გარდ. თარიღი 8 დეკემბერი, 2021(2021-12-08) (85 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
საქმიანობა ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი და აზერბაიჯანის ავიაციის ეროვნული აკადემია
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია

ფარიდა მამედოვა (დ. 8 აგვისტო, 1936, ალი-ბაირამლი — გ. 8 დეკემბერი, ბაქო, 2021[2]) — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მუშაობს კავკასიის ალბანეთის ისტორიაზე.

დაასრულა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის 60-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. 1978 წლიდან ასწავლის მშობლიურ უნივერსიტეტში.

თანამემამულეების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია მისმა ნაშრომმა „კავკასიის ალბანეთი და ალბანელები“. მას უწოდეს „სამშობლოს გამყიდველი“ და „სომხების აგენტი“. მისი კრიტიკა გამოიწვია წიგნში შესულ ერთ-ერთ რუკაზე სახელმწიფო დიდი სომხეთის დატანამ. ფიქრობდნენ, რომ მისი ნაშრომი წინააღმდეგობაში მოდის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Czech National Authority Database
  2. „Ушла из жизни известный историк Фарида Мамедова“. 1news.az (რუსული). ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)