ფამკე იანსენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფამკე იანსენი
Famke Janssen WonderCon 2013.jpg
ფამკე იანსენი
დაბ. სახელი ფამკე ბემერ იანსენი
დაბ. ადგილი ამსტელვენი, ნიდერლანდი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი 1964
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
ფოტომოდელი
წლები 1992-დღემდე
მეუღლე(ები) ტოდ უილიამსი (1995–2000)

ფამკე ბემერ იანსენი (ნიდერლ. Famke Beumer Janssen; დ. 5 ნოემბერი 1964, ამსტელვენი, ნიდერლანდი) — ნიდერლანდელი მსახიობი, რეჟისორი და ფოტომოდელი.

1984 წელს სამოდელო კარიერის დასაწყებად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამავდროულად სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. დადიოდა ჰაროლდ გასკინის სამსახიობო ხელოვნების კურსებზე — შედეგად ის ლოს-ანჯელესში გადავიდა. აქ ის აგრძელებდა მეცადინეობას და სულ მალე პატარა როლი მიიღო ტელეფილმში „მამები და შვილები“ (1992).

1992 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“, შემდეგ კი ითამაშა ტელესერიალში „მერლოუზ-პლეისი“. 1995 წელს ითამაშა ფილმში „ოქროსთვალი“, სადაც ბონდის მეგობარი გოგონას როლი — ქსენია ონატოპის როლი შეასრულა.

თუმცა ამ წარმატებამ ბოლომდე არ გამოამჟღავნა მისი სამსახიობო შესაძლებლობები. შემდეგ უპირატესობა მიანიჭა დამოუკიდებელ პროექტებში გადაღებას. 1990-იან წლებში ფამკემ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში. წარმატება მოუტანა შესრულებულმა როლმა ფილმში „იქს-ადამიანები“ (2000). შემდეგ მონაწილეობა მიიღო არანაკლებ ცნობილ სურათებში.

1995-2000 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა სცენარისტთან და რეჟისორთან ტოდ უილიამსთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: