ურხან ალექპეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურხან ალექპეროვი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული28 აპრილი 1943 წ
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ

ურხან ქაზიმ ოღლუ ალექპეროვი (აზერ. Urxan Kazım oğlu Ələkbərovı; დ. 28 აპრილი, 1943, ბაქო) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ადმინისტრაციის აკადემიის რექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მეცნიერების მხარდაჭერის ფონდის პრეზიდიუმის წევრი (2014 წლის ივლისიდან), სახელმწიფო სერვისების მართვის საბჭოს წევრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურხან ალექპეროვი დაიბადა 1943 წლის 28 აპრილს ქალაქ ბაქოში. 1965 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენეტიკური რესურსების ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. ურხან ალექპეროვმა მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის წოდება 1968 წელს, ხოლო მეცნიერებათა დოქტორის წოდება 1978 წელს. 1983 წელს აირჩიეს კორესპონდენტად, ხოლო 1989 წელს - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

ალექპეროვმა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიაში 1965 წელს მუშაობა დაიწყო. 1968 წლიდან 1978 წლამდე აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დირექტორის მოადგილის, შემდეგ კი დირექტორის თანამდებობაზე. 1987-1996 წლებში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. 1988-2002 წლებში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენეტიკისა და სელექციის ინსტიტუტის დირექტორი იყო. 2011 წლიდან კი - მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კონსულტანტი.

აკადემიკოსი ურხან ალექპეროვი ურხან 320 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი არის, მათ შორის 34 წიგნისა და სახელმძღვანელოსი. ის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია ეკოსისტემის მეცნიერებაში, რაც ბუნებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კომპონენტებს მოიცავს. ის ასევე არის ეკოლოგიური ცივილიზაციის კონცეფციის ავტორი „მწვანე“ აზროვნებაში.

საერთაშორისო საქმიანობის ფარგლებში ურხან ალექპეროვი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ნიდერლანდების და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა და სემინარებს ატარებდა. ის ასევე მრავალი საერთაშორისო კომიტეტის, სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ələkbərov Urxan Kazım oğlu Azərbaycan. science.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15-9-2021.