უილიამ ბოინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ბოინგი (მარცხნივ) და ფრედერიკ რენტშლერი, 1929.

უილიამ ედვარდ ბოინგი (ინგლ. William Edward Boeing; დ. 1 ოქტომბერი, 1881 — გ. 28 სექტემბერი, 1956) — ამერიკელი ავიამშენებელი და ბიზნესმენი, რომელმაც 1916 წელს ამერიკული ავიასამშენებლო კომპანია ბოინგი დააარსა.

უილიამ ბოინგი დაიბადა გერმანული წარმოშობის შეძლებულ ოჯახში. იგი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ დიპლომი არ მიუღია. 1903 წელს იგი ქალაქ სიეტლში გადავიდა, სადაც თავდაპირველად სატყეო ბიზნესით იყო დაკავებული. 1910 წელს იგი ავიამშენებლობით დაინტერესდა, ხოლო 1915 წელს პირველი თვითმფრინავი ააშენა.

1916 წელს მან მეგობართან ერთად პირველი ჰიდროპლანი B&W შექმნა და იმავე წელს დააარსა თვითმფრინავების მწარმოებელი ფირმა პასიფიკ აერო პროდაქტს ქომფანი (ინგლ. The Pacific Aero Products Company). კომპანიას სახელი 1917 წელს შეეცვალა და The Boeing Company დაერქვა.

შემდგომი წლების განმავლობაში უილიამ ბოინგი კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]