უთვირის უღელტეხილი
უთვირის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°04′49″ ჩ. გ. 42°17′34″ ა. გ. / 43.08028° ჩ. გ. 42.29278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2714 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
უთვირის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების შდავლერის ქედზე. სიმაღლე 2714 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. მდინარე ნაკრის ხეობას აკავშირებს მდინარე ნენსკრის ხეობასთან საცალფეხო გზით. უღელტეხილის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 115.