უელსის პრინცის კუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულ პრინც უელსის სატელიტური ფოტო.

უელსის პრინცის კუნძული — კუნძული კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის არქტიკულ არქიპელაგში. კუნძული შედის კანადის ტერიტორიის ნუნავუტის შემადგენლობაში. მის სიახლოვეს მდებარეობს კანადის უდიდესი კუნძულები, მათგან აღსანიშნავია ვიქტორია, სომერსეტი, პრინც უელსის კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს დედოფალ ელისაბედის კუნძულები.

ნუნავუტის ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფის შედეგად, ეს კუნძული შედის ქიკიქთაალუკის და კითიკმეოტის რეგიონების შემადგენლობაში. აქ არ არის მუდმივად დასახლებული ადგილები.

კუნძულზე ძირითადად გავრცელებულია ტუნდრა. უელსის პრინცის კუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო გაშენებულია ომმანეის ყურის ნაპირებზე. კუნძულის ფართობი შეადგენს 33,339 კმ²-ს, მას მსოფლიოში მეორმოცე, ხოლო კანადაში მეათე ადგილი უკავია ფართობის მიხედვით. კუნძულზე მდებარეობს დაბალი სიმაღლის მთები, ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლეა 320 მეტრი. უელსის პრინცის კუნძული მცირე სრუტითაა გამოყოფილი, კუნძულ რუსელს.

ევროპელების მიერ კუნძული პირველად აღმოჩენილი იქნა 1851 წელს, ირლანდიელი მკვლევარის ფრენსის ლეოპოლდ მაკ-კლიტონის მიერ. მოგვიანებით აქ მოეწყო ჯონ ფრანლინის ექსპედიცია.