ვიქტორია (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია.
კუნძული ვიქტორია
ვიქტორია კოსმოსიდან

ვიქტორია — სიდიდით მეორე კუნძული კანადაში და მერვე მსოფლიოში. მისი ფართობია 217 291 კმ²-ია. მდებარეობს არქტიკის პოლარულ სარტყელში, ნუნავუტის ტერიტორიაზე.

კუნძულს სახელი ეწოდა 1839 წელს, დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად.

მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე. მის დასავლეთით მდებარეობს ამუნდსენის ყურე და კუნძული ბანკსი, რომელიც ვიქტორიასგან გამოყოფილია საკმაოდ ვიწრო უელსის პრინცის სრუტით.

ვიქტორია წარმოადგენს „ნახევარკუნძულების კუნძულს“, უსწორმასწორო სანაპირო ხაზით, უამრავი ნახევარკუნძულითა და უამრავი წვრილი ყურეთი.

კუნძულის უმაღლესი წერტილია შალერის მთები (655 მ) სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის სიახლოვესაც მდებარეობს კუნძულის უდიდესი ტბა — ფერგიუსონი ( 562 კვ. კმ.)

2006 წლის აღწერის მონაცემებით, ვიქტორიას მოსახლეობა შეადგენს 1 875 ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]