უგარითული ენა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უგარითული ენა - სემიტური ენების ჩრდილო-დასავლური ჯგუფის ერთ-ერთი ენა, რომელზედაც ძვ.წ. II ათასწლეულში ლაპარაკობდნენ ქალაქ უგარითსა და უგარითის სამეფოში (ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთი სანაპირო, სირიის არაბთა რესპუბლიკა). ჩვენამდე მოაღწია თიხის ფირფიტებმა ანბანური ხასიათის უნიკალური სოლისებრი დამწერლობით. ესაა უძველესი ანბანი მსოფლიოში. ტექსტები განეკუთვნება ძვ.წ. XIV-XIII სს. უგარითული ენა ახლოს დგას აღმოსავლურ სემიტურთან - აქადურთან და სამხრეთულ სემიტურთან - არაბულთან.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე - ტომი 10, გვ.99; 1986 წ.