უბიხები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უბიხები (საკ. სახელწოდება — ფახი//თვახი) — ხალხი, ენით, კულტურითა და ყოფით ენათესავებიან აფხაზებს, ადიღეებს, ჩერქეზებს. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ (დაახლ. 25 ათ. კაცი) შავი ზღვის კავკასიონის სანაპიროზე მდინარეებს შახესა და სოჭს შორის. მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მებაღეობას და გადარეკვით მეცხოველეობას. 1864 წელს გადაასახლეს თურქეთში, სადაც თანდათან შეერწყნენ იქვე გადასახლებულ ჩერქეზულ და აფხაზურ ტომებს.

საუბრობდნენ უბიხურ ენაზე. მასზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი, ტევფიკ ესენჩი, 1992 წელს გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]