უატამუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უატამუს პლაჟი

უატამუ (Watamu), ზღვისპირა კურორტი კენიის ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე; მდებარეობს მცირე უბესთან, ბლუ-ლაგუნასა და უატამუ-ბეის შორის. მთავარი ინდუსტრიებია ტურიზმი და თევზჭერა. უახლოესი დიდი ქალაქია მალინდი, რომელთანაც მას ხშირი მატატუ აკავშირებს.

სანაპირო გამოირჩევა თეთრი ქვიშის პლაჟებით და კორალის წარმონაქმნებით სამ ყურეში: უატამუს ყურე, ბლუ-ლაგუნი და ტარტლ-ბეი. ისინი დაცულია და უატამუს საზღვაო ეროვნული პარკის ნაწილს წარმოადგენს. ეს საზღვაო პარკი აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთ საუკეთესო საყვინთ არემარედ ითვლება მრავალფეროვანი წყალქვეშა ეკოსისტემის წყალობით. ბუნებრივი ეკოსისტემისა და მის ბინადართა დასაცავად ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფებმა, ტურიზმის სექტორმა და გარემოს დაცვის ორგანიზაციებმა ერთობლივად შექმნეს უატამუს საზღვაო ასოციაცია, რომლის მიზანი კენიის ბუნების დაცვის სამსახურისთვის ხელის შეწყობაა.

უატამუს მოსახლეობა დაახლოებით 1900-ს ადამიანს შეადგენს და მალინდის ოლქის ნაწილია. სახელი "უატამუ" სუაჰილის ენაზე "ტკბილ ხალხს" ნიშნავს. სახელის წარმოშობის ისტორია მომდინარეობს არაბთა მიერ მონებით ვაჭრობისას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტკბილეულით გულის მოგების პრაქტიკიდან. მფურთხავი კობრას მსოფლიოში უდიდესი ახლად აღმოჩენილი სახეობა (დიდი ყავისფერი მფურთხავი კობრა) ვატამუში აღმოაჩინეს.