მალინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მალინდი
Malindi
ქვეყანა კენიის დროშა კენია
პროვინცია (კენია)|კენიის პროვინციები | პროვინცია სანაპირო პროვინცია
კოორდინატები 3°13′00″ ს. გ. 40°07′00″ ა. გ. / 3.21667° ს. გ. 40.11667° ა. გ. / -3.21667; 40.11667
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 117,735 კაცი (1999)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 80200
მალინდი — კენია
მალინდი

მალინდი (სუაჰ. Malindi, პორტ. Melinde) — საპორტო ქალაქი კენიაში, სანაპირო პროვინციაში. ქალაქი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდინარე გალანის შესართავში. 1999 წლის მონაცემებით მალინდის მოსახლეობა შეადგენს 117,735 კაცს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალინდი სვაჰილი დასახლებაა XIV საუკუნიდან და მას აღმოსავლეთ აფრიკის ამ ნაწილში უპირატესობაში მხოლოდ მომბასა ეცილებოდა. ტრადიცულად ეს იყო უცხოურ ძალთა საპორტო ქალაქი. 1414 წელს ქალაქი მოინახულა ჩინეთის საზღვაო მკვლევრის — ჯენ ხეს ფლოტილიამ. მალინდის მმართველმა ამ ფლოტილიით პირადი საჩუქრის სახით ჟირაფი და სამკაულები გაუგზავნა ჩინეთის მმართველს.

პორტუგელიელი მკვლევარი ვასკო და გამა მალინდის მმართველებს 1498 წელს შეხვდა, მათთან სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მეგზური იქირავა ინდოეთში გასამგზავრებლად. ამ პერიოდში აღმართა მან მარჯნის სვეტი, რომელიც დღემდე შემორჩა. 1499 წელს პურტუგალიელებმა მალინდიში სავაჭრო ბანაკი დააარსეს, რომელიც ინდოეთიდან და მისკენ მიმავალი ქარავნებისთვის მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. აქვეა ამ პერიოდის ეკლესიაც. ეს ადგილი, განსაკუთრებით მარჯნის სვეტი, ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში შემორჩენილია ძველი სვაჰილის სტილის არქიტექტრაც, მათ შორის ჯუმა მეჩეთი და სასახლე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]