უასკარანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
უასკარანი |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | სამხრეთი ამერიკა | |
| სიმაღლე | 6768 მ. | |
| ქედი | ანდები, კორდილიერა-ბლანკა | |
| ასაკი | მესამეული სისტემა | |
| პირველი ასვლა | 20 ივლისი, 1932 | |
უასკარანი (ესპ. Huascarán, კეჩ. Waskaran) — მთა ანდებში, სიმაღლე 6768 მ, პერუს უმაღლესი მწვერვალი და სამხრეთ ამერიკის სიმაღლით მეოთხე მწვერვალი. უასკარანი მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკში და წარმოადგენს მთის მასივის, კორდილიერა-ბლანკას შემადგენელ ნაწილს.
ძირითადი მწვერვალის გარდ მთას აქვს კკიდევ ორი მწვერვალი — ჩოპიკალკი და ჩრდილოეთ უასკარანი (6,655 მ). პირველი ასვლა განახორციელეს 1932 წელს გერმანელმა და ავსტრიელმა ალპინისტებმა.
ჩრდილოეთის პიკი პირველად დაიპყრო ამერიკელმა ენი სმიტ-პეკმა 1908 წელს.
1970 წლის 31 მაისს ჩრდილოეთ ფერდობზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც იმსხვერპლა ჩეხოსლოვაკიელ ალპინისტთა ჯგუფი.