ტურუხტანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტურუხტანი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Philomachus pugnax | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ტურუხტანი (ლათ. Philomachus pugnax) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 26 სმ, მასა 100-170 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპისა და აზიის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდობს ნიადაგზე (ნესტიან მდელოსა ან ჭაობზე). დებს 4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამე. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, იშვიათად — მარცვლოვანი მცენარეებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 80, თბ., 1986 წელი.