ტუნბრიგენის ჰიმენოფილუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუნბრიგენის ჰიმენოფილუმი
ტუნბრიგენის ჰიმენოფილუმი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  შიშველთესლოვნები
კლასი:  გვიმრანაირნი
ოჯახი:  ჰიმენოფილუმისებრნი
გვარი:  ჰიმენოფილუმი
სახეობა:  ტუნბრიგენის ჰიმენოფილუმი
ლათინური სახელი
Hymenophyllum tunbrigense (L.) Sm.

ტუნბრიგენის ჰიმენოფილუმი (ლათ. Hymenophyllum tunbrigense) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ძაფისებური, მხოხავი, ძლიერ დატოტვილი ფესურა აქვს. ნორჩი ფესურა დაფარულია მოყავისფრო ბეწვებით, ასაკოვანი შიშველია. ფოთოლი ორჯერფრთისებრია, 2–5 სმ სიგრძისა. ისევე, როგორც ყველა სხვა გვიმრა, მრავლდება სპორებით. სპორები წარმოიქმნება სპორანგიუმებში, რომელთა ჯგუფები — სორუსები ფოთლის ზედა ნაწილის ნაკვთთა კიდეებზე სხედან. სპორები ვითარდება აგვისტოში. იშვიათი მცენარება. საქართველოში გავრცელებულია აჭარაში, ზღვის დონიდან 100–700 მ-ის ფარგლებში. იზრდებიან ტენიან, ხავსით დაფარულ კლდეებსა და ლოდებზე. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (1982 წ.). მისი პოპულაციები დაცულია მტირალას ეროვნულ პარკში.

Hymenophillum-ის გვარის 20-ზე მეტი (სხვა მონაცემებით, 300) სახეობა გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ სარტყელში. საქართველოში მხოლოდ ეს სახეობაა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 14.