ტუკანისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუკანისებრნი
Tucan2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Rhamphastidae

ტუკანისებრნი (Rhamphastidae), ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30-60 სმ, მასა 100-300 აღწევს. აქვთ დიდი (23 სმ-მდე) ნისკარტი, გრძელი, კიდეფოჩიანი ენა. ბინადრობენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ბუმბული ხასხასა ფერისაა (შავზე აყრია თეთრი, ყვითელი და წითელი ხალები; იშვიათად ერთფეროვანი მწვანეა). ოჯახში შედის 5-7 გვარის 37 სახეობა. ბუდობენ ფუღუროში, დებენ 2-4 კვერცხს, ინკუბაციის პერიოდი 2-3 კვირას გრძელდება. იკვებებიან კენკრით, წვრილი ხილით, მწერებით, წვრილ-წვრილი ფრინველებითა და მათი კვერცხებით, აგრეთვე ქვეწარმავლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]