ტრიბადიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორი ქალის ილუსტრაცია ტრიბადური აქტის დროს

ტრიბადიზმი (ბერძნ. τριβειν — ხახუნი) — ვიწრო გაგებით, ლესბოსელური სექსის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც პარტნიორები ორგაზმს ერთმანეთზე კლიტორებით ხახუნისას იღებენ[1]. შესაძლებელია სხვადასხვა სექსუალური პოზიციების გამოყენებაც, მათ შორის მისიონერული პოზიციისაც[2][3].

ანტიკურ საბერძნეთში ტრიბადიზმად ლესბოსური სიყვარული იწოდებოდა. ტრიბადებად მოიაზრებოდნენ ქალები, რომელნიც ჰომოსექსუალურ კავშირებს ამყარებდნენ. XX საუკუნემდე ეს ტერმინი ქალური ჰომოსექსუალობის მთლიანობაში ასაღნიშნავად გამოიყენებოდა.

ქალური ჰომოსექსუალობა, ანტიკური სამყაროს ზოგადი წარმოდგენით, განსაკუთრებულად კუნძულ ლესბოსზე იყო გავრცელებული (აქედან ტერმინები „ლესბოსური სიყვარული“, „ლესბოსელი“), სადაც ცხოვრობდა ასეთი სიყვარულის „მქადაგებელი“ ყველაზე ცნობილი ქალი — ანტიკური საბერძნეთის პოეტი ქალი საფო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Bonnie Zimmerman (2000). Lesbian histories and cultures: an encyclopedia (Volume 1). Taylor & Francis, გვ. 776–777. ISBN 0-8153-1920-7, 9780815319207. წაკითხვის თარიღი: February 29, 2012. 
  2. Hite, Shere (2004). The Hite Report: A Nationwide Study of Female Sexuality. New York, NY: Seven Stories Press, გვ. 322. ISBN 1583225692, 9781583225691. წაკითხვის თარიღი: 2 March 2012. 
  3. Jude Schell (2008). Lesbian Sex: 101 Lovemaking Positions. Random House Digital, გვ. 224 pages. ISBN 0-495-60274-4,. წაკითხვის თარიღი: November 4, 2012.